
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 16 წლის მოსწავლემ კლასელს ესროლა და თავი მოიკლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სროლა გოტენგის პროვინციაში, დევიტონის სკოლაში მოხდა. ორივე დაღუპული მე-10 კლასის მოსწავლე იყო.
პოლიცია ამ წუთებში სროლის გარემოებებსა და მიზეზებს იძიებს. სიტუაციაში გასარკვევად სკოლაში ფსიქოლოგები და კომპეტენტური პირები უკვე გაგზავნეს.