თავში

სამხრეთ ამერიკაში 140 მილიონი წლის ტირანოზავრი აღმოაჩინეს

​სამხრეთ ამერიკაში 140 მილიონი წლის ტირანოზავრი აღმოაჩინეს
სამხრეთ ამერიკაში 140 მილიონი წლის ტირანოზავრი აღმოაჩინეს

პალეონტოლოგებმა სამხრეთ ამერიკაში, პატაგონიაში უძველესი ტირანოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინეს. ბალახიჭამია დინოზავრს, რომლის სახელწოდებაა Ninjatitan zapatai, ქალაქ ნეუკედან სამხრეთ აღმოსავლეთით მიაგნეს. ტირანოზავრის პირველი ნაშთი მეცნიერებმა 2014 წელს იპოვეს და მას შემდეგ გათხრები დაიწყო.

Ninjatitan zapatai-ის სიგრძე დაახლოებით 20 მეტრი იყო. რელიკვიის ასაკი საშუალოდ 140 მილიონი წელია, რაც იმას მიანიშნებს, რომ ტირანოზავრი ცარცული პერიოდის დასაწყისში ცხოვრობდა. ამ სახეობის ტირანოზავრების აქამდე ნაპოვნი ყველაზე ძველ ნიმუში მხოლოდ 120 მილიონი წლისაა, ასე, რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა.

ეს აღმოჩენა კიდევ უფრო ამყარებს მეცნიერების იმ აზრს, რომ ტირანოზავრები გონდვანას (ჰიპოთეზური კონტინენტი, რომელიც გეოლოგების ვარაუდით სამხრეთ ნახევარსფეროში, პალეოზოური ერის დასაწყისიდან და ნაწილობრივ მეზოზოურ ერაში, ან ლაპეოზოური ერის მეორე ნახევარში არსებოდა) სუპერკონტინენტზე გაჩნდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system