თავში

სამხრეთ გერმანიაში ქარიშხალს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ გერმანიაში ქარიშხალს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
სამხრეთ გერმანიაში ქარიშხალს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დღეს დილით, სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში თოვლისა და ძლიერი ქარის გამო რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქ ავტომობილში 1 ქალი გარდაიცვალა, ხოლო ავტობუსის ავარიისას 8 ადამიანი დაშავდა. 

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროს ქალი დაიღუპა, რაინლანდ-პფალცის გზაზე, ძლიერი თოვლის გამო მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საინფორმაციო სააგენტო "dpa" ავრცელებს. ამავდროულად, ხორვატიიდან მომავალი ავტობუსში, ტომერტინგენში, ბადენ-ვიურტემბერგში 8 ადამიანი დაშავდა, მათგან 2 კი მძიმე მდგომარეობაშია. 

უსაფრთხოების ზომების გამო, გაუქმდა მატარებლის რამდენიმე რეისი, რადგან ძლიერმა ქარმა გზაზე ხეებიც კი მოგლიჯა.

სინოპტიკოსების ცნობით, გერმანიაში ზამთრის მკაცრი ამინდი მალე დასრულდება და ამ კვირაშივე ტემპერატურა კვლავ მაღლა აიწევს.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system