თავში

სამხრეთ კორეა ჩრდილოეთს ჩინოსნის მკვლელობაში ადანაშაულებს

​სამხრეთ კორეა ჩრდილოეთს ჩინოსნის მკვლელობაში ადანაშაულებს
სამხრეთ კორეა ჩრდილოეთს ჩინოსნის მკვლელობაში ადანაშაულებს

თევზკონტროლის უწყების თანამშრომელი, რომელიც სამხრეთ კორეის კატარღიდან ჩრდილოეთ კორეის მოსაზღვრე წყლებში მორიგეობის დროს დაიკარგა, ჩრდილოკორეულმა მხარემ მოკლა. ამის შესახებ ბრიფინგზე სამხრეთ კორეის შტაბების ხელმძღვანელების გაერთიანებული კომიტეტის ოპერაციული სარდლობის ხელმძღვანელმა განაცხადა.

"სხვადასხვა სადაზვერვო მონაცემების დეტალური ანალიზის შედეგად ჩვენმა სამხედროებმა დაადასტურეს, რომ ჩრდილოეთ კორეაში გასროლით მოკლეს ჩრდილოეთ კორეის წყლებში ნაპოვნი ჩვენი მოქალაქე და მისი ცხედარი დაწვეს. ჩვენ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ამ სიმხეცეს უკიდურესად ვგმობთ და განმარტებებსა და დამნაშავეების დასჯას ვითხოვთ", - განუცხადა ჟურნალისტებს სამხედრო უწყების წარმომადგენელმა.

თევზკონტროლის უწყების 47 წლის მდივანი ყვითელ ზღვაში 21 სექტემბერს გაუჩინარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system