თავში

სამხრეთ კორეამ საკუთარი წარმოების პირველი რაკეტა ორბიტაზე გაუშვა

​სამხრეთ კორეამ საკუთარი წარმოების პირველი რაკეტა ორბიტაზე გაუშვა
სამხრეთ კორეამ საკუთარი წარმოების პირველი რაკეტა ორბიტაზე გაუშვა

სამხრეთ კორეამ თავისი ახალი რაკეტის KSLV 2 ორბიტაზე საცდელი გაშვება განახორციელა. რაკეტა ასევე "ნურის" სახელითაა ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას კორეის აეროკოსმოსური კვლევის ინსტიტუტი (KARI) ავრცელებს.

მთლიანად სამხრეთ კორეის მიერ წარმოებული რაკეტის სტარტი ნაროს კოსმოდრომზე გაიმართა. ფრენა 16 წუთზეა გათვლილი.

რაკეტაზე KSLV სამხრეთ კორეა 2010 წლიდან მუშაობდა. ამ სამსაფეხურიან სარაკეტო სისტემაში ქვეყანამ დაახლოებით 1,8 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. მისი ახალი სატესტო ვერსია მიმდინარე წლის ივნისში წარადგინეს.

რაკეტის სიმაღლე 47,2 მ არის, დიამეტრი კი - 3,5 მ.

თუ სტარტი წარმატებული იქნება, სამხრეთ კორეა მსოფლიოში მეშვიდე ქვეყანა გახდება, რომელმაც მთლიანად საკუთარი წარმოების რაკეტა გაუშვა. უკვე მომავალი წლის მაისში რაკეტა ორბიტაზე 200-კილოგრამიანი თანამგზავრის გაყვანას შეძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system