თავში

სამხრეთ კორეას მტვრის ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს

​სამხრეთ კორეას მტვრის ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს
სამხრეთ კორეას მტვრის ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს

სამხრეთ კორეა მტვრის ძლიერმა ქარიშხალმა მოიცვა, რომელიც ჩრდილოეთ ჩინეთისა და მონღოლეთის უდაბნოებიდან წამოვიდა. ის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.

სამხრეთ კორეის ეროვნული მეტეოროლოგიური ადმინისტრაციის ინფორმაციით, მტვრის წვრილი ნაწილაკების კონცენტრაცია, რომლის დიამეტრი 10 მიკრომეტრზე ნაკლებია (PM.10) ძალიან საშიშ დონემდე გაიზარდა.

სინოპტიკოსების აზრით, PM.10–ის მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალ დონეზე 29 მარტის დღის ბოლომდე დარჩება, ხოლო „საშიშზე“ - 31 მარტამდე.

ხელისუფლება რესპირატორული და გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე მოქალაქეებს, ასევე ბავშვებს მოუწოდებს, მაქსიმალურად თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system