თავში

სამხრეთ კორეაში 91 ადამიანს კორონავირუსი ხელახლა დაუდგინდა

​სამხრეთ კორეაში 91 ადამიანს კორონავირუსი ხელახლა დაუდგინდა
სამხრეთ კორეაში 91 ადამიანს კორონავირუსი ხელახლა დაუდგინდა

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელთა განცხადებით, 91 გამოჯანმრთელებულ პაციენტს კორონავირუსი ხელახლა დაუდგინდა.

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის ჩონ იონ-კიორგის განცხადებით, ჯერჯერობით ძნელია დადასტურებით იმის თქმა, პაციენტებს ვირუსი ხელახლა დაემართათ, თუ ისინი ბოლომდე არ იყვნენ განკურნებული და ვირუსი შეუბრუნდათ. ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება.

კორონავირუსგადატანილი პაციენტების ხელახლა დაინფიცირება საყოველთაო შეშფოთებას იწვევს. ბევრ ქვეყანაში სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ვირუსის ერთხელ გადატანის შემთხვევაში, ადამიანებს მის მიმართ იმუნიტეტი გამოუმუშავდებათ და ვირუსი ხელახლა აღარ უნდა დაემართოთ.

ბოლო მონაცემებით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების 10450 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 208 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 7117და საავადმყოფოში მკურნალობს 3125 პაციენტი.

დღესვე გავრცელდა ინფორმაციას, რომ სამხრეთ კორეის ქალაქ დეგუში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრს წარმოადგენდა, ბოლო 24 საათში COVID-19-ის არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დეგუ ის ქალაქია, სადაც, თებერვალში, ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის პირველი დიდი აფეთქება მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system