თავში

სამხრეთ კორეაში ასობით დრონმა ცაზე ფლეშმობი მოაწყო - PHOTO

სამხრეთ კორეაში ასობით დრონმა ცაზე ფლეშმობი მოაწყო
სამხრეთ კორეაში ასობით დრონმა ცაზე ფლეშმობი მოაწყო - PHOTO

სამხრეთ კორეაში, მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, კორონავირუსის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და სამოტივაციო მესიჯების გაგზავნის მიზნით, 300-მდე დრონმა ცაზე 10-წუთიანი შოუ მოაწყო.

შოუ დაიწყო მესიჯებით, რომლებიც ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. რეკომენდაციებს შორისაა პირბადეების ტარება, ხელის დაბანა და ორმეტრიანი დისტანციის დაცვა.

10-წუთიანი  შოუს დასასრულს, ცაზე მადლობა გადაუხადეს სამედიცინო პერსონალს, რომელიც პანდემიის წინა ხაზზე იბრძვის.

"გმადლობთ თქვენ", - დაიწერა ცაზე. 

წარწერად გვერდით გულის ფორმის გამოსახულება ამშვენებდა

ამის შემდეგ კორეის ნახევარკუნძულის სილუეტი გამოჩნდა, რომელსაც ეწერა: "გაიხაროს კორეის რესპუბლიკამ".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system