
სამხრეთ კორეის დაავადებათა და კონტროლის ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, კორონავირუსის 135 ახალი შემთხვევა სეულის ღამის კლუბებს უკავშირდება
ამ დროისთვის ღამის კლუბების კლასტერთან კონტაქტში მყოფი პირების გამოსავლენად 46 000 ტესტია ჩატარებული. კორონავირუსით დაინფიცირებულ 5 ღამის კლუბში დაახლოებით 5 500 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 4 300 პირს ტესტირება უკვე ჩაუტარდა.
ზოგიერთი ღამის კლუბის ხშირი სტუმრები გეი-საზოგადოების წარმომადგენლები არიან, რასაც ლგბტ თემთან უკვე არსებული დაპირისპირების კიდევ უფრო გამწვავება მოჰყვა.
მედეა ცხოვრებაძე
ავტორი