თავში

სამხრეთ კორეაში COVID-19-ის წინააღმდეგ Rekirona-ს გამოყენება მასობრივად დაიწყეს

სამხრეთ კორეაში COVID-19-ის წინააღმდეგ Rekirona-ს
სამხრეთ კორეაში COVID-19-ის წინააღმდეგ Rekirona-ს გამოყენება მასობრივად დაიწყეს

სამხრეთ კორეის სამედიცინო დაწესებულებებმა ანტისხეულებზე დაფუძნებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატის Rekirona-ს გამოყენება მასობრივად დაიწყეს.

ანტივირუსული საშუალება გამოიყენება ძირითადად 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისთვის, რომლებსაც COVID-19-ის სიმპტომების გამოვლენიდან 7 დღის განმავლობაში არ სჭირდებათ სასუნთქი აპარატები.

კორეელი ექსპერტების აზრით, პრეპარატი ასევე გამოიყენება COVID-19-ით ინფიცირებულ იმ პაციენტებშიც, რომლებსაც აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, დიაბეტი და ჰიპერტენზია. ცნობილია, რომ სამხრეთ კორეის საავადმყოფოები Rekirona-ს პრეპარატს უფასოდ აწვდიან პაციენტებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system