თავში

სამხრეთ კორეაში ფრინველის გრიპის ახალი აფეთქება დაფიქსირდა

​სამხრეთ კორეაში ფრინველის გრიპის ახალი აფეთქება დაფიქსირდა
სამხრეთ კორეაში ფრინველის გრიპის ახალი აფეთქება დაფიქსირდა

სამხრეთ კორეაში ფრინველის გრიპის რიგით მეექვსე აფეთქება დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროში განაცხადეს.

ინფექცია დაფიქსირდა იხვის ფერმაში, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ კორეაში მდებარეობს.

სპეციალისტები თვლიან, რომ ვირუსი ქვეყანაში გადამფრენ ფრინველებთან ერთად შემოდის. H5N8 ვირუსის პირველი შემთხვევა 28 ნოემბერს დაფიქსირდა, რის შემდეგაც რესპუბლიკაში 1,5 მილიონი ქათამი, 885 ათასი მწყერი და 361 ათასი იხვი განადგურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system