თავში

სამხრეთ კორეაში, ფრინველის გრიპის გამო, ფერმების მუშაობა შეიზღუდა

სამხრეთ კორეაში, ფრინველის გრიპის გამო, ფერმების მუშაობა შეიზღუდა
სამხრეთ კორეაში, ფრინველის გრიპის გამო, ფერმების მუშაობა შეიზღუდა

სამხრეთ კორეის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ფრინველის გრიპის გავრცელების გამო, ფრინველების ფერმებში მასშტაბური არაგეგმიური დეზინფექცია მიმდინარეობს. ამას გარდა, მომსახურე პერსონალს ფერმაში შესვლა 48 საათის განმავლობაში აეკრძალა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან დღემდე, ქვეყანაში ფრინველის მაღალი პათოგენური გრიპის ათზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. 

ამ დრომდე, ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 261 ათასი იხვი, 1,5 მილიონი ქათამი და 885 ათასი მწყერი დახოცეს.

ექსპერტების განცხადებით, ვირუსი მთელ ქვეყანაში გარეული გადამფრენი ფრინველების მეშვეობით ვრცელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system