თავში

სამხრეთ კორეაში H5N8-ის საშიში შტამის მე-4 შემთხვევა დაფიქსირდა

სამხრეთ კორეაში H5N8-ის საშიში შტამის მე-4 შემთხვევა დაფიქსირდა
სამხრეთ კორეაში H5N8-ის საშიში შტამის მე-4 შემთხვევა დაფიქსირდა

სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, წელს ქათმის გრიპის საშიში შტამის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Renhap ქვეყნის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

ვირუსი ქალაქ იჩეონთან, გარეული იხვის ხორცში აღმოაჩინეს. ამას გარდა, H5N8-ის შესაძლო ფაქტზე კიდევ ექვს შემთხვევას ამოწმებენ.

2016 წლის ნოემბერში ფრინველებზე მასიურად გავრცელდა ძლიერი პათოგენური შტამის ვირუსი, რომელმაც მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში 38 მილიონი ფრინველი გაანადგურა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system