თავში

სამხრეთ კორეაში კორონავირუსიან პაციენტებს გასაბერ პალატებში მკურნალობენ

​სამხრეთ კორეაში კორონავირუსიან პაციენტებს
სამხრეთ კორეაში კორონავირუსიან პაციენტებს გასაბერ პალატებში მკურნალობენ

კორონაპანდემიის დროს პაციენტების სამკურნალოდ მთელი მსოფლიო იზოლირებული პალატებისა და საწოლების დეფიციტს განიცდის. სამხრეთ კორეაში გასაბერი პალატები შექმნეს, რომლის საშუალებითაც ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. გასაბერი პალატები განსაკუთრებით ეფექტურია კორონავირუსიანი პაციენტების იზოლირებულად სამკურნალოდ. ვეტილაციის სისტემა პალატიდან უარყოფითი წნევის საშუალებით დავირუსებულ ჰაერს გამოტუმბავს და ვირუსის პათოგენების გამრავლებას უშლის ხელს.

გასაბერი პალატები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა კორონავირუსთან საბრძოლველად. სამხრეთკორეელი სპეციალისტების განცხადებით, ასეთი პალატის ღირებულება 5 -ჯერ ნაკლებია, ვიდრე საავადმყოფოს მსგავსი პალატის აშენება.

გასაბერი პალატა დაახლოებით კალათბურთის მოედნის ზომისაა, აღჭურვილია სამედიცინო დანადგარებით და და მის მონტაჟს საათზე ნაკლები დრო სჭირდება.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system