თავში

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გამო პრეზიდენტის გადადგომას უკვე მილიონზე მეტი ადამიანი ითხოვს

​სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გამო პრეზიდენტის გადადგომას უკვე მილ
სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გამო პრეზიდენტის გადადგომას უკვე მილიონზე მეტი ადამიანი ითხოვს

სამხრეთ კორეაში მილიონზე მეტი ადამიანი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. მათი თქმით, მუნ ჩჟე ინი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობას ვერ უმკლავდება.

პეტიციას, რომელიც ქვეყნის ხელმძღვანელის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, 1,017 მლნ ადამიანი აწერს ხელს.

დოკუმენტის ავტორების თქმით, მუნ ჩჟე ინმა სამხრეთ კორეაში ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები ვერ უზრუნველყო.

ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, ხელისუფლება ვალდებულია ნებისმიერ პეტიციაზე რეაგირება მოახდინოს, თუკი ხელმომწერთა რაოდენობა 200 ათასს გადააჭარბებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საკითხი არა უგვიანეს 4 მარტისა უნდა განიხილონ. 

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 1766-მდე გაიზარდა, დაღუპულია 12 პაციენტი, 24 გამოჯანმრთელდა, 21097 ადამიანის ანალიზი მუშავდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system