თავში

სამხრეთ კორეაში MERS-ით ინფიცირებულების მდგომარეობაზე ისაუბრეს

​სამხრეთ კორეაში MERS-ით ინფიცირებულების მდგომარეობაზე ისაუბრეს
სამხრეთ კორეაში MERS-ით ინფიცირებულების მდგომარეობაზე ისაუბრეს

სამხრეთ კორეაში იმ ადამიანთა ნახევარი, ვინც ვირუს MERS-ით (ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი) იყო ინფიცირებული, მკურნალობის დასრულებიდან წლების შემდეგაც კი დეპრესიასა და პოსტტრავმატულ სტრესულ აშლილობას ებრძვის. ამის შესახებ ქვეყნის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულების მკვლევარებმა განაცხადეს.

მათი თქმით, კვლევები, რომლებიც მეცნიერებმა ჩაატარეს, მოწმობს, რომ MERS-ით ინფიცირებული 148 პაციენტიდან 63-ს ფსიქიკური აშლილობა აქვს.

ინფიცირებულთა 42,9% პოსტტრავმატულ სტრესულ აშლილობას უჩიოდა, 27%-ს კი დეპრესია განუვითარდა. ამასთან, პაციენტების 22,2% თვითმკვლელობაზე ერთხელ მაინც ფიქრობდა, 28%-ს კი უძილობა ჰქონდა.

ექსპერტების თქმით, ძირითადი მიზეზი, რომლის გამო ადამიანებს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდათ, ისაა, რომ ინფიცირების პერიოდში სოციალური სტიგმატიზაცია ხდება და ეს სტრესს უყრის საფუძველს. მეცნიერევის თქმით, ანალოგიური სიტუაცია ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდშიც შეინიშნება.

კვლევის შედეგები საერთაშორისო ჟურნალ BMC Public Health-ში გამოქვეყნდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system