თავში

სამხრეთ კორეაში პარლამენტის შენობა დახურეს

​სამხრეთ კორეაში პარლამენტის შენობა დახურეს
სამხრეთ კორეაში პარლამენტის შენობა დახურეს

სამხრეთ კორეაში კორონავირუს COVID-19-ის გავრცელების საფრთხის გამო პარლამენტის შენობა, სულ მცირე 24 საათით, დახურული იქნება. ადგილობრივი დროით 18:00-ზე აქ სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყება. საკანონმდებლო ორგანო 25 თებერვალსაც იქნება დახურული.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ 19 თებერვალს საკანონმდებლო ორგანოში ღონისძიებაზე იმყოფებოდა პირი, რომელიც COVID-19-ით იყო ინფიცირებული.

დეპუტატების და პოლიტიკოსის უმეტესობამ ანალიზები ჩააბარა და ამჟამად პასუხს ელოდება. თუკი რომელიმეს კორონავირუსი დაუდასტურდება, პარლამენტსა და კანონმდებლებს ხანგრძლივ კარანტინში მოათავსებენ.

ბოლო მონაცემებით, სამხრეთ კორეაში კორონავირუს COVID-19-ით უკვე 833 ადამიანია დაავადებული, 8 გარდაიცვალა, 22 პაციენტი გაწერილია, 11 631-ის ანალიზის პასუხს ამ დრომდე ელოდებიან.

სამხრეთ კორეაში ეპიდემიოლოგიური საფრთხის დონე, "ნარინჯისფერიდან“ "წითლამდე“ გაზარდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system