თავში

სამხრეთ კორეაში ტაძრები მსახურებას ონლაინ აღავლენენ

სამხრეთ კორეაში ტაძრები მსახურებას ონლაინ აღავლენენ
სამხრეთ კორეაში ტაძრები მსახურებას ონლაინ აღავლენენ

სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ტაძრები დაიხურა. ბევრი მათგანი მსახურებას ონლაინ აღავლენს. ასეთი ფორმით, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები შემაციროს. 

დედაქალაქ სეულში არსებულმა იოიდოს ეკლესიამ ქადაგება YouTube-ს გვერდზე გამოაქვეყნა. მას თითქმის მილიონი ონლიან მიმდევარი ჰყავს. აქვე აიტვირთა საეკლესიო სიმღერებიც, სადაც ჩანს,რ ომ მათ 200-წევრიანი გუნდის ნაცვლად, მომღერლების მცირე ჯგუფი ასრულებს. 

პირველად, 236 წლის ისტორიაში სამხრეთ კორეის კათოლიკურმა და ბუდისტურმა ტაძრებმა მსახურება შეწყვიტეს. ქრისტიანული ეკლესიების უმეტესობა ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. 

სამხრეთ კორეში, ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 3 526 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში, 376 გამოვლინდა. 

სამხრეთ კორეა კორონავირუსის გავრცელებით, ჩინეთის შემდეგ, მეორე ქვეყანაა მსოფლიოში. ამ დრომდე აქ 17 ინფიცირებულია გარდაცვლილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system