თავში

სამხრეთ კორეაში ვაქცინის შესახებ ფეიკ-ნიუსის გამავრცელებლებს დააპატიმრებენ

სამხრეთ კორეაში ვაქცინის შესახებ ფეიკ-ნიუსის გამავრცელებლებს დააპატიმრ
სამხრეთ კორეაში ვაქცინის შესახებ ფეიკ-ნიუსის გამავრცელებლებს დააპატიმრებენ

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის პატიმრობაა გათვალისწინებული. სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ჯანდაცვის უწყება ხაზს უსვამს, რომ მათ მიერ დამტკიცებული ყველა ვაქცინა შესწავლილია და უსაფრთხოდ არის აღიარებული.

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის გამოძიება საერთო ჯამში 279 ადამიანის მიმართ მიმდინარეობს.  

ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ყალბი ინფორმაციის გავრცელება 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ვაქცინაციის პროგრამა სამხრეთ კორეაში 26 თებერვალს დაიწყო და ამჟამად ვაქცინირებულთა საერთო რაოდენობა 300 ათასს აღწევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system