თავში

სამხრეთ კორეის ეკონომიკა ბოლო 22 წელში პირველად შემცირდა

​სამხრეთ კორეის ეკონომიკა ბოლო 22 წელში პირველად შემცირდა
სამხრეთ კორეის ეკონომიკა ბოლო 22 წელში პირველად შემცირდა

სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა პირველად ბოლო 22 წლის განმავლობაში შემცირდა. ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. გაუქმდა სამუშაო ადგილები მომსახურების სფეროში შემცირდა სამომხმარებლო ხარჯები. ბანკის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი გასულ წელს, 2019 წელთან შედარებით, 1%-ით შემცირდა. ეს მშპ-ს პირველი შემცირება იყო 1998 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ.

სამხრეთ კორეის ეკონომიკა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტმა გადაარჩინა. ლოქდაუნის დროს სახლიდან მუშაობის სისტემამ პერსონალურ კომპიუტერებსა და სერვერებზე საერთაშორისო მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ქვეყნის ცენტრალური ბანკი იმედოვნებს, რომ 2021 წლს ეკონომიკა, ექსპორტის ხარჯზე, კიდევ უფრო გაუმჯობესდება. თუმცა, სამუშაო ბაზრის აღდგენას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system