თავში

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი Astrazeneca-ს ვაქცინით საჯაროდ აიცრა

​სამხრეთ კორეის პრეზიდენტი Astrazeneca-ს ვაქცინით საჯაროდ აიცრა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი Astrazeneca-ს ვაქცინით საჯაროდ აიცრა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩე ინი "Astrazeneca-ს" ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

68 წლის პრეზიდენტთან ერთად მისი მეუღლე და ცხრა თანაშემწეც აიცრა, რომლებიც დიდი შვიდიანის სამიტზე სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან ერთად მიდიან.

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია თებერვლის ბოლოს დაიწყო და დღემდე ქვეყანაში 680 000-მდე მედიკოსი და მძიმე დაავადების მქონე პირი აიცრა.

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების 99 421 შემთხვევაა დადასტურებული, 1 704 ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system