თავში

სამხრეთ კაროლინაში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ კაროლინაში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ კაროლინაში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში სამხრეთ კაროლინას შტატში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი. ასევე დაიჭრა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების თქმით, სროლა მოხდა პატარა ქალაქ როკ ჰილის სახლში. მათ განაცხადეს, რომ მოკლულია 70 წლის ექიმი, მისი 69 წლის მეუღლე და მათი შვილიშვილები. ასევე მოკლულია მათთან მომუშავე ადამიანიც.

პოლიცია ვარაუდობს, რომ 5 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შავკანიანი მამაკაცია. მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. 

მათ ასევე განაცხადეს, რომ უცნობია, ცოცხალია თუ არა ეჭვმიტანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system