თავში

სამოსის მიგრანტთა ბანაკში კორონავირუსი დაფიქსირდა

​სამოსის მიგრანტთა ბანაკში კორონავირუსი დაფიქსირდა
სამოსის მიგრანტთა ბანაკში კორონავირუსი დაფიქსირდა

ვატის დევნილთა ბანაკში, რომელიც საბერძნეთის კუნძულ სამოსზე მდებარეობს, კორონავირუსის პირველი ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული გაზეთი EfSyn ავრცელებს.

ინფიცირებულები ავღანელი წამოშობის მამაკაცი და ქალი არიან. ამჟამად მათი კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ბანაკი 29 სექტემბრამდე იზოლირებული იქნება. პოლიციამ შესასვლელი გადაკეტა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ვატის დევნილთა ბანაკი 1000 ადამიანამდეა გათვლილი, აქ კი 7 ათასი მიგრანტი ცხოვრობს. 

ამასთან, ვრცელდება ინფორმაციას, რომ ბანაკთან ახლოს ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი გაჩენის ფაქტზე რამდენიმე ადამიანია დაკავებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system