თავში

სამუდამო პატიმრობამისჯილ მილიონერს COVID-19 დაუდგინდა

სამუდამო პატიმრობამისჯილ მილიონერს COVID-19 დაუდგინდა
სამუდამო პატიმრობამისჯილ მილიონერს COVID-19 დაუდგინდა

78 წლის რობერტ დასტი, რომელსაც ცოტა ხნის წინ სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, COVID-19-ით დაინფიცირდა. 

BBC-ის ცნობით, ის მკურნალობის მიზნით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რობერტ დასტის სასჯელი პირველი ხარისხის მკვლელობისთვის აქვს მინიჭებული, რაც გათავისუფლების ნებისმიერ შანსს გამორიცხავს. 

ის საუკეთესო მეგობრის მკველობისთვისაა გასამართლებული. ბრალდების მხარის მტკიცებით, მან მეგობარი სუზან ბერმანი 2000 წელს, მას შემდეგ მოკლა, რაც ქალმა გადაწყვიტა, რომ პოლიციასთან მისი მეუღლის გაუჩინარების შესახებ ესაუბრა. ბერმანი საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. 

თავად რობერტ დასტის მეუღლე 1982 წელს გაუჩინარდა და ამ დრომდე უცნობია, რა შეემთხვა ქალს. 

ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ კაცმა, მეგობრის გარდა, კიდევ ორი ადამიანი - საკუთარი მეუღლე და მეზობელიც მოკლა, თუმცა, მას ეს ბრალი არ დაუმტკიცდა.

რობერტ დასტის შესახებ, HBO-მ სერიალი The Jinx-ი გადაიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system