თავში

სან-დიეგოში სამხედრო გემზე მომხდარ ხანძარს იძიებენ - PHOTO

სან-დიეგოში სამხედრო გემზე მომხდარ ხანძარს იძიებენ - PHOTO
სან-დიეგოში სამხედრო გემზე მომხდარ ხანძარს იძიებენ - PHOTO

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სან-დიეგოს სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, გემზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. სამხედრო გემზე Bonhomme Richard აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 17 მეზღვაური და 4 სამოქალაქო პირია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ხანძარი გემზე კვირას დილით გაჩნდა. კონტრადმირალის ფილიპ სობეკის განცხადებით, ცეცხლი სავარაუდოდ გემის ქვედა ნაწილში, სასაწყობე განყოფილებაში გაჩნდა, თუმცა აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მისი თქმით, დაბალია განმეორებით აფეთქების რისკი. სამაშველო ეკიპაჟები და მეხანძრეები ცეცხლთან ბრძოლას განაგრძობენ. გემზე ამ დრომდე ეძებენ ხანძრის კერას.

გემის გარშემო ნახევარი კილომეტრის რადიუსში პერიმეტრი გაწმენდილია. გემზე მუდმივი მონიტორინგი ხორციელდება და მოწმდება ტემპერატურა. Bonhomme Richard-ის გვერდით მდგარ სამხედრო გემებს ადგილმდებარეობა შეუცვალეს და მოშორებით გადაიყვანეს. სანაპირო დაცვამ სან-დიეგოს არხი დროებით დაკეტა.

Bonhomme Richard-ის ეკიპაჟის შემადგენლობაში 1000-მდე ადამიანი შედის. მისი დანიშნულება ბრძოლის ადგილამდე ვერტმფრენებისა და სახმელეთო ჯარების გადაყვანაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system