თავში

სან-ფრანცისკოში გალერეადან სალვადორ დალის ნახატი 32 წამში მოიპარეს

სან-ფრანცისკოში გალერეადან სალვადორ დალის ნახატი 32 წამში მოიპარეს
სან-ფრანცისკოში გალერეადან სალვადორ დალის ნახატი 32 წამში მოიპარეს

სან-ფრანცისკოს ხელოვნების გალერეადან სალვადორ დალის ცნობილი ნახატი „ჟირაფი ცეცხლში“ 32 წამში მოიპარეს. ტელეარხმა ABC7-მა შემთხვევის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა, რომელიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

კადრებში ჩანს მამაკაცი, რომელიც Dennis Rae Fine Art-ში შედის, საიდანაც ნახატი ქუჩაში გამოაქვს და გზას აგრძელებს. გალარეა სალვადორ დალის ნამუშევრებს მასპინძლობს, ეს ნახატი კი ყურადღების მისაქცევად ვიტრინაში იყო გამოფენილი.

გალერეის დირექტორის თქმით, მძარცველს თანამზრახველი ჰყავდა, რომელმაც თანამშრომელს ყურადღება გადაატანინა, სანამ ბოროტმოქმედი 20 000 დოლარის ღირებულების ნახატს მოიპარავდა.

სალვადორ დალიმ „ჟირაფი ცეცხლში“ 1966-1967 წლებში პაბლო პიკასოს შემოქმედების გავლენით დახატა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system