თავში

სან-მარინოში აბორტის ლეგალიზაციას დაუჭირეს მხარი

​სან-მარინოში აბორტის ლეგალიზაციას დაუჭირეს მხარი
სან-მარინოში აბორტის ლეგალიზაციას დაუჭირეს მხარი

სან-მარინოში რეფერენდუმზე მოსახლეობამ აბორტის ლეგალიზაციას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

რეფერენდუმის შედეგებით გაუქმდა კანონი, რომელიც 150 წლის განმავლობაში აბორტებს კრძალავდა.

ლეგალიზაციას ამომრჩეველთა 77 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ახალი რეგულაციების თანახმად, ფეხმძიმობის შეწყვეტა ორსულობის პირველ 12 კვირაში არის შესაძლებელი, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფის ანომალიების ან პათოლოგიების გამო ქალის სიცოცხლეს, მის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

ახლა სან-მარინოს პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი უნდა შეიმუშავოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system