თავში

Sanofi კოვიდ-ვაქცინის წარმოებაზე უარს ამბობს

​Sanofi კოვიდ-ვაქცინის წარმოებაზე უარს ამბობს
Sanofi კოვიდ-ვაქცინის წარმოებაზე უარს ამბობს

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია Sanofi COVID-19-ის საწინააღმდეგო 2 ვაქცინაზე მუშაობას წყვეტს. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.

კომპანიამ განაცხადა, რომ mRNA-ვაქცინის კვლევების მესამე ფაზას აღარ გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური ცდების შუალედური ანგარიშები დადებით იყო.

Sanofi-ს განცხადებით, კვლევების პირველმა ეტაპებმა მოხალისეების 91-100% ანტისხეულების ფორმირება აჩვენა, გვერდითი მოვლენები კი არ შეინიშნებოდა. მიუხედავად ამისა, კომპანია თვლის, რომ ბაზარზე გასვლა უკვე ძალიან დაგვიანდა.

ამასთან, Sanofi-ის ვაქცინების განყოფილების ვიცე-პრეზიდენტის, ტომას ტრიუმფის თქმით, კომპანიას სურდა შეეფასებინა, როგორ შეუძლია mRNA ტექნოლოგიას იმუნური პასუხის გენერირება.

კომპანიის გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ვაქცინაზე, განპირობებულია იმით, რომ საჭიროებას COVID-19-ის საწინააღმდეგო ახალი RNA ვაქცინების შექმნა კი არა, არამედ მომავალი პანდემიის, ახალი დაავადებების წინააღმდეგ საფრანგეთისა და ევროპის mRNA-ს მატრიცის რიბონუკლეინის მჟავას არსენალით მომარაგება წარმოადგენდა", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის კომპანიის კიდევ ერთი, რეკომბინანტულ ცილაზე დაფუძნებული, ვაქცინა, რომელზეც ის ბრიტანულ კომპანია GlaxoSmithKline-თან ერთად მუშაობს, კვლევების მესამე ფაზას გადის და შედეგები წლის ბოლოს იქნება ცნობილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system