თავში

საპროტესტო აქციების გამო ბორის ჯონსონმა ლუქსემბურგში პრესს-კონფერენცია გააუქმა

ბორის ჯონსონმა პრესს-კონფერენცია გააუქმა
საპროტესტო აქციების გამო ბორის ჯონსონმა ლუქსემბურგში პრესს-კონფერენცია გააუქმა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ლუქსემბურგში მასობრივი პროტესტით დახვდნენ. "ბრექსიტის" მომხრეები ლუქსემბურგის პრემიერის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ, სადაც ქსავიე ბეტელი ბრიტანელ კოლეგას მასპინძლობდა.

აქცია იმდენად ხმაურიანი იყო, რომ ბორის ჯონსონმა დაგეგმილი პრეს-კონფერენცია გააუქმა.

დემონსტრანტები დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას აპროტესტებდნენ. შემდეგ კი კომპოზიტორ ანტონინ დვორჟაკის "სიმფონია №9 გააჟღერეს.

ბეტელი პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების წინ მარტო გამოვიდა და ხელით ცარიელ ადგილზე მიანიშნა, სადაც, მისი თქმით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უნდა მდგარიყო.

"ახლა ყველაფერი მისტერ ჯონსონზეა დამოკიდებული. დიდი ბრიტანეთისა და ბრიტანეთში ევროკავშირის მოქალაქეების ბედი მის ხელშია", - აღნიშნა ლუქსემბურგის პრემიერმა.

მოგვიანებით განცხადება თავად ბორის ჯონსონმა გაავრცელა, რომელმაც განაცხადა, რომ ბეტელის გადაწყვეტილება ჟურნალისტების წინაშე გამოსვლასთან დაკავშირებით უსამართლო იყო. ოფიციალური ლონდონის ინფორმაციით, ბრიტანული მხარე ღონისძიების შენობაში გადატანას ითხოვდა, ვინაიდან გარეთ ხმაური იყო, მაგრამ უარი მიიღო. შედეგად ბეტელი ჟურნალისტებთან მარტო გავიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system