თავში

საპროტესტო აქციების ორგანიზატორები ჰონგ-კონგში აეროპორტისა და მეტროს ბლოკირებას გეგმავენ

საპროტესტო აქციების ორგანიზატორები ჰონგ-კონგში
საპროტესტო აქციების ორგანიზატორები ჰონგ-კონგში აეროპორტისა და მეტროს ბლოკირებას გეგმავენ

საპროტესტო აქციების ორგანიზატორები ჰონგ-კონგში ფარნების ფესტივალის დროს საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავენ.

დემონსტრანტები აეროპორტის და მეტროპოლიტენის სადგურის ბლოკირებას კვლავ გეგმავენ.

გარდა ამისა, აქციის ორგანიზატორები შაბათს ბრიტანეთის საკონსულოსთან შეკრებას აპირებენ. მათი თქმით, ისინი ჩინეთისგან ჩინურ-ბრიტანული დეკლარაციის პირობების შესრულებას მოითხოვენ. დოკუმენტი 1984 წელს გაფორმდა, და მასში ყოფილი ბრიტანული კოლონიის მომავალი და სტატუსი იყო გაწერილი.

აგვისტოში ჰონგ-კონგის აეროპორტში აქციების გამო რეისები გადაიდო. პოლიციამ მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებები მეტროშიც მოხდა, რის შემდეგაც რამდენიმე სადგური რამდენიმე დღის განმავლობაში დახურული იყო.

ჰონგ-კონგში მესამე თვეა საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრანტები იმ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომლის მიხედვით დაკავებული ეჭვმიტანილები მართლმსაჯულებისთვის ჩინეთისთვის უნდა გადაეცათ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ეს კანონი საფრთხეს უქმნის იმ დისიდენტებს, ვინც ჩინეთის რეჟიმს ჰონგ-კონგში გაექცა. 4 სექტემბერს ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის უფროსმა, კერი ლამმა განაცხადა, რომ ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტს გაიწვევს. თუმცა მომიტინგეები დემონსტრაციების გაგრძელებას აპირებენ, სანამ წინა აქციების დროს დაკავებულ აქტივისტებს არ გაათავისუფლებენ და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება არ დაიწყება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system