თავში

საპროტესტო გამოსვლების გამო Fitch-მა ჰონგ-კონგის რეიტინგი დაწია

საპროტესტო გამოსვლების გამო Fitch-მა ჰონგ-კონგის რეიტინგი დაწია
საპროტესტო გამოსვლების გამო Fitch-მა ჰონგ-კონგის რეიტინგი დაწია

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch ჰონგ-კონგის რეიტინგი „AA“ ნიშნულამდე დაწია. ამასთან მან რეიტინგის ცვლილების ნეგატიური პროგნოზი დააწესა, ვინაიდან თვლის, რომ ხელისუფლების მხრიდან დათმობების მიუხედავად, საზოგადოებრივი უკმაყოფილება ჯერ კიდევ შენარჩუნდება.

Fitch-ის ექსპერტების აზრით, ბოლო მოვლენებმა მმართველობის სისტემის ხარისხისა და ეფექტურობის, ასევე კანონის უზენაესობის აღქმა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მნიშვნელოვნად დააზარალა და ჰონგ-კონგის ბიზნეს სფეროს სტაბილურობა და დინამიკურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

„Fitch 2019 წელს რეალური მშპ-ს ზრდას 0% ნიშნულზე ვარაუდობს, რაც მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მკვეთრ შემცირებას და 2020 წელს 1,2% გულისხმობს“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

ჰონგ-კონგში მესამე თვეა საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრანტები იმ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომლის მიხედვით დაკავებული ეჭვმიტანილები მართლმსაჯულებისთვის ჩინეთისთვის უნდა გადაეცათ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ეს კანონი საფრთხეს უქმნის იმ დისიდენტებს, ვინც ჩინეთის რეჟიმს ჰონგ-კონგში გაექცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system