თავში

სასამართლომ მერილინ მენსონის წინააღმდეგ სარჩელი არ დააკმაყოფილა

​სასამართლომ მერილინ მენსონის წინააღმდეგ სარჩელი არ დააკმაყოფილა
სასამართლომ მერილინ მენსონის წინააღმდეგ სარჩელი არ დააკმაყოფილა

აშშ-ში მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მერილინ მენსონის ყოფილი შეყვარებულის სარჩელი, რომელიც მუსიკოსს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა. ინფორმაციას TMZ ავრცელებს.

პორტალის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი სავარაუდო დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა გახდა.

ცნობისთვის, ქალი, რომლის ვინაობა არ სახელდება, სარჩელში ამტკიცებდა, რომ მენსონს 2011 წელს ხვდებოდა. მისი თქმით, მუსიკოსმა ის გააუპატიურა და მოკვლით დაემუქრა.

ეს მენსონის წინააღმდეგ გაჟღერებული პირველი ბრალდება არ არის. შეგახსენებთ, თებერვლის დასაწყისში მსახიობმა და მოდელმა ევან რეიჩელ ვუდმა მენსონი ძალადობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მუსიკოსი მასზე რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობდა.

გარდა ამისა, მუსიკოსთან დაკავშირებით სხვადასხვა ინციდენტზე კიდევ 4-მა ქალმა ისაუბრა.

გაჟღერებული ბრალდების ფონზე, მუსიკალურმა ლეიბლმა Loma Vista Recording-მა მერილინ მენსონთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

ამერიკელმა როკ-მუსიკოსმა მერლინ მენსონმა ძალადობის შესახებ ბრალდებებს უპასუხა და მათ "რეალობის საშინელ დამახინჯებას" უწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system