თავში

სასამართლომ ნავალნის პატიმრობის ვადა შეუმცირა

სასამართლომ ნავალნის პატიმრობის ვადა შეუმცირა
სასამართლომ ნავალნის პატიმრობის ვადა შეუმცირა

მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლა კანონიერად ცნო.

სასამართლომ  რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის პატიმრობის კიდევ თვენახევრით შეამცირა. 

მოსამართლემ ნავალნის 2014 წლის 30 დეკემბრიდან 2015 წლის 18 თებერვლამდე შინაპატიმრობაში გატარებული დრო ვადაში ჩაუთვალა.

ნავალნის საქმესთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთი სასამართლო სხდომაა დაგეგმილი, რომელიც ე.წ. "ვეტერანის ცილისწამების" საქმეს ეხება.

პოლიტიკოსს თითქმის 1 მილიონი რუბლის ჯარიმა ემუქრება.

შეგახსენებთ, 2 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა. რუს ოპოზიციონერს საერთო რეჟიმის კოლონიაში 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლემ ნავალნის "ივ როშეს" გამოძიების დროს შინაპატიმრობაში გატარებული ერთი წელი ვადაში ჩაუთვალა.

მოსკოვის საქალაქო სასამართლოს პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლის მოთხოვნით რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ჯერ კიდევ ნავალნის გერმანიიდან დაბრუნებამდე მიმართა.

2014 წლის ბოლოს რუსეთის სასამართლომ ძმები ალექსეი და ოლეგ ნავალნები "ივ როშეს საქმეზე“ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ოლეგ ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ალექსეი ნავალნის კი - პირობითი სასჯელი. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რადგან, უწყების განცხადებით გერმანიის კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ნავალნიმ რუსეთის ინსპექციაში არ გამოცხადდა.

18 იანვარს ხიმკის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის 30 დღით დაპატიმრების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს, ღამით "შერემეტიევოს" აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე, პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს.

დასავლეთი ნავალნის დაკავებას გმობს და მის გათავისუფლებას ითხოვს.

მიმდინარე წლის აგვისტოში, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული და ფაქტი კრემლის მხრიდან ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობად შეფასდა. რუსეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ იციდენტთან კავშირი არა აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system