თავში

სასამართლომ პარიზის ქუჩებში პირბადეების რეჟიმი შეაჩერა

​სასამართლომ პარიზის ქუჩებში პირბადეების რეჟიმი შეაჩერა
სასამართლომ პარიზის ქუჩებში პირბადეების რეჟიმი შეაჩერა

პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ შეაჩერა პრეფექტურის ბრძანების აღსრულება, რომელიც პარიზის ქუჩებში პირბადეების ტარებას მოითხოვს. ინფორმაციას Le Parisien ავრცელებს.

"პირბადეების ტარების გადაწყვეტილება უკანონოდ გამოცხადდა", - წერს გამოცემა.

31 დეკემბერს პარიზის ხელისუფლებამ COVID-19-ის შემთხვევების გაზრდის გამო ქალაქის ქუჩებში პირბადის ტარების რეჟიმი დააწესა. ეს მოთხოვნა 11 წელზე უფროსი ასაკის პირებზე ვრცელდებოდა. გამონაკლისი გაკეთდა ველოსიპედისტებისთვის, მძღოლებისა და სპორტსმენებისთვის, რომლებიც ღია ცის ქვეშ ვარჯიშობენ. ადრე ეს წესი მოქმედებდა შიდა ტერიტორიებზე და ტრანსპორტში. ამ რეგულაციის დარღვევისთვის ჯარიმა 135 ევროს შეადგენს.

საფრანგეთი პანდემიის მეხუთე ტალღას განიცდის. ამ კვირაში ქვეყანაში კიდევ ერთი ანტირეკორდი დაფიქსირდა - ერთ დღეში 368 149 ადამიანი დაინფიცირდა. კორონავირუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს, ოლივიე ვერანსაც დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system