თავში

საშინელებათა ფილმების მოყვარულები ეპიდემიას უკეთ უმკლავდებიან

საშინელებათა ფილმების მოყვარულები ეპიდემიას უკეთ უმკლავდებიან
საშინელებათა ფილმების მოყვარულები ეპიდემიას უკეთ უმკლავდებიან

ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფის მოსაზრებით, ის ადამიანები, რომლებიც საშინელებათა ჟანრის ფილმებს ხშირად უყურებენ ეპიდემიას ფსიქოლოგიურად უკეთ უმკლავდებიან. კვლევაში 310 მოხალისემ მიიღო მონაწილეობა და მისი შედეგები psyarxiv.com–ზე გამოქვეყნდა.

აღმოჩნდა, რომ საშინელებათა მოყვარულებს ნაკლებად ჰქონდათ ნეგატიური აზრები პანდემიის დროს და შესაბამისად, ნაკლებ ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდიდნენ. ამასთან, უკეთესი შედეგები აჩვენეს ზომბების და აპოკალიპსის შესახებ ფილმების მოყვარულებმა.

მეცნიერთა აზრით, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ საშინელებათა ფილმების ყურება საშუალებას გაძლევთ განიცადოთ შიში, შემდეგ კი გადალახოთ იგი. ზოგი მეცნიერი თვლის, რომ ბავშვების მიერ საშინელებათა ჟანრის თამაშები შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ევოლუციის თვალსაზრისითაც. მათ განუვითარდებათკოგნიტური უნარები, რომლებიც აუცილებელია ზრდასრულ ასაკში სტრესისა და წინააღმდეგობების დასამარცხებლად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system