თავში

საშინელებათა ფილმი "Conjuring 3" 2020 წელს არ გამოვა

საშინელებათა ფილმი "Conjuring 3" 2020 წელს არ გამოვა
საშინელებათა ფილმი Conjuring 3 2020 წელს არ გამოვა

კინოსტუდია Warner Bros.-მა საშინელებათა ფილმის "Conjuring 3"-ის 2020 წელს გამოშვებაზე უარი თქვა. ფილმი მაყურებელს 2020 წლის 11 სექტემბრის ნაცვლად, 2021 წლის 4 ივნისს წარედგინება.

ფილმის გამოშვების თარიღის შეცვლის ოფიციალური მიზეზი არ გამოცხადებულა, მაგრამ სავარაუდოდ, ამერიკულ და სხვა კინო ბაზრებზე პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობა სახელდება.

”ჩვენ მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მივიღეთ დისტრიბუტორებისგან და მსოფლიო კინოთეატრებისგან, რომელებიც ჩვენი ერთგულები არიან, სამწუხაროდ პანდემია აგრძელებს გავრცელებას, რაც გვაიძულებს, რომ ჩვენს გამოშვების გეგმებს გადავხედოთ", - განაცხადა Warner Bros.- ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system