თავში

საშიშია, თუ არა, ხელოვნური ინტელექტი?

საშიშია, თუ არა, ხელოვნური ინტელექტი?
საშიშია, თუ არა, ხელოვნური ინტელექტი?

"ხელოვნური ინტელექტი, მიუხედავად გარკვეული შიშებისა, საფრთხეს არ შეუქმნის კაცობრიობას, ის მხოლოდ გააფართოებს ადამიანის შესაძლებლობებს", - მიიჩნევს ცნობილი იაპონელი ფუტუროლოგი (სპეციალისტი, რომელიც კაცობრიობის მომავალს სწავლობს) და მთავრობის მრჩეველი მორინოსუკე კავაგუტი.

კავაგუტის თქმით, ხელოვნური ინტელექტის მქონე მანქანებსა და ტექნოლოგიურ მოწყობილობებს ორი მთავარი ფუნქცია აქვთ: დახმარება გაუწიონ ადამიანებს და ჩაანაცვლონ ისინი მძიმე და სარისკო სამუშაოების დროს.

მეცნიერის თქმით ადამიანებს ეშინიათ, რომ ხელოვნური ინტელექტი მათ ჩაანაცვლებს. ისინი საშინელ სცენარებს ხატავენ, რომ ადამიანების შრომა საჭირო აღარ იქნება, მაგრამ სინამდვილეში მანქანები გააძლიერებენ და გააფართოებენ ადამიანის შესაძლებლობებს.   მათი პროდუქტიულობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამის მაგალითად კავაგუტის სმართფონი მოჰყავს, რომლის პირობებში საჭირო აღარ არის ბიბლიოთეკაში წასვლა. უამრავ კითხვაზე პასუხის პოვნა სმართფონის საშუალებით არის შესაძლებელი, მაგრამ ეს სახიფათო სულაც არ არის. კავაგუტის თქმით, ხელოვნური ინტელექტი იდეალურია საგანმანათლებლო მიზნებისთვის.

ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ამოიცნოს ადამიანის უნარები და მაქსიმალურად გამოიყენოს მისი ესა თუ ის პოტენციალი. მეცნიერის თქმით, ადამიანებმა უნდა იფიქროთ იმაზე, რამდენს მიაღწევენ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით და არა რამდენს დაკარგავენ. ”შეიძლება გონებაში თვლის შესაძლებლობა დავკარგოთ, მაგრამ ჩვენს წინაშე შესაძლებლობათა სრულიად ახალი სამყარო გაიხსნება”, - მიიჩნევს ფუტუროლოგი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system