თავში

საშობაოდ ევროპის ქვეყნებში საკარანტინო შეზღუდვები შემსუბუქდება

საშობაოდ ევროპის ქვეყნებში საკარანტინო შეზღუდვები შემსუბუქდება
საშობაოდ ევროპის ქვეყნებში საკარანტინო შეზღუდვები შემსუბუქდება

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საშობაო არდადეგების პერიოდში საკარანტინო ზომებს შეამსუბუქებს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle წერს.

გამოცემის ცნობით, იტალიის მთავრობამ პარასკევს, 27 ნოემბერს გამოაცხადა, რომ 29 ნოემბრიდან "წითელი ზონის" სამ რეგიონში - ლომბარდიაში, პიემონტსა და კალაბრიაში, გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება. საკარანტინო ზომების შემსუბუქების შესახებ ასევე განაცხადეს ბელგიამ, ირლანდიამ და გერმანიამაც.

იტალიაში, ლომბარდიის, პიემონტისა და კალაბრიის რეგიონების მცხოვრებლებს კვლავ შეეძლებათ თავისუფლად გადაადგილდნენ თავიანთი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 05:00-დან 22:00 საათამდე. გარდა ამისა, მათ საშუალება ექნებათ იმოგზაურონ რეგიონში სამუშაო დანიშნულებით, ექიმთან ვიზიტისა ან შვილების სკოლაში წასაყვანად. გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, მაგრამ ბარები და რესტორნები კვლავ დაკეტილი დარჩება.

ირლანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან გაიხსნება არა სასურსათო მაღაზიებიც, ასევე მუზეუმები, სამხატვრო გალერეები და ბიბლიოთეკები. 4 დეკემბრიდან გაიხსნება რესტორნები და ბარები.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ განაცხადა, რომ  საშობაო სეზონზე არა სასურსათო დანიშნულების მაღაზიები კვლავ გაიხსნება.

გერმანიაში საკარანტინო შეზღუდვები 23 დეკემბრიდან 1 იანვრამდე პერიოდში შემსუბუქდება. აღნიშნულ პერიოდში დასაშვები იქნება 10-მდე ადამიანის შეკრება. თუმცა, ქვეყბნის მასშტაბით, რესტორნები, ბარები, კინოთეატრები, სპორტული დარბაზები და სხვა მომსახურების ინდუსტრიის დაწესებულებები კვლავ დახურული დარჩება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system