თავში

სათევზაო ბადეები მდინარე განგში კუების საფრთხეს უქმნის

სათევზაო ბადეები მდინარე განგში კუების საფრთხეს უქმნის
სათევზაო ბადეები მდინარე განგში კუების საფრთხეს უქმნის

სათევზაო ბადეების გამოყენება ინდოეთის მდინარე განგის ბინადარი კუების და დელფინების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ გამოცემა Hindustan Times-ის ინფორმაციით, ინდოეთის ველური ბუნების ინსტიტუტის კვლევაშია აღნიშნული.

ექსპერტების თქმით, წყლის ბინადრები ბადეებში ხშირად იხლართებიან და იხოცებიან. ასეთი ნარჩენები კი იშვიათ და გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს საფრთხეს უქმნის.

მეთევზეები კი ამბობენ, რომ მათ უტილიზაციის ხელმისაწვდომი სისტემა არ აქვთ, ამიტომ ყველაფერს მდინარეში ყრიან და არ ფიქრობენ, როგორ ზიანს აყენებენ გარემოსა და ცოცხალ არსებებს.

ექსპერტების თქმით, თუ ხელისუფლება ამ საკითხს ყურადღებას არ მიაქცევს, ეკოლოგიური შედეგი სავალალო იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system