თავში

საწარმოში აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა და 13 მძიმედ დაიჭრა

​საწარმოში აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა და 13 მძიმედ დაიჭრა
საწარმოში აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა და 13 მძიმედ დაიჭრა

ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში, ხუნანის პროვინციაში, ქალაქ ლიუიაგში, პიროტექნიკის საწარმოში აფეთქება მოხდა. უბედურ შემთხვევას 7 ადამიანი ემსხვერპლა და 13 მძიმედ დაშავდა.

ქალაქის ხელმძღვანელობის განცხადებით აფეთქება უკანონო წარმოებამ გამოიწვია.

ჩინეთში, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, პიროტექნიკის საწარმოებში უბედური შემთხვევები მატულობს.

დაკავებულია საწარმოს მენეჯერი. მიმდინარეობს გამოძიება.

ჩინური კალენდრის მიხედვით, ქვეყანაში მთვარის ახალი წელი 25 იანვარს დადგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system