თავში

სატვირთოში აღმოჩენილი 39 ცხედრის საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს

სატვირთოში აღმოჩენილი 39 ცხედრის საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს
სატვირთოში აღმოჩენილი 39 ცხედრის საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთის პოლიციამ  სატვირთო ავტომობილში ნაპოვნი 39 დაღუპული ვიეტნამელის საქმეზე 12 ადამიანი დააკავა. ფრანგული პოლიციის ცნობით, სპეცოპერაცია 26 მაისს ჩატარდა. დაკავებულებს ბრალი ადამიანებით ვაჭრობასა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ედებათ. სავარაუდოდ, ისინი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან და დიდი ხნის განმავლობაში, მათ ჯგუფს ვიეტნამიდან ევროპაში ათობით არალეგალი მიგრანტი გადაჰყავდა.

შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში სატვირთო მანქანის კონტეინერში 31 კაცისა და 8 ქალის ცხედარი იპოვეს. მანქანა ესექსის საგრაფოში ბელგიიდან ჩავიდა. მიგრანტები ვიეტნამიდან იყვნენ. პოლიციამ მანქანის მძღოლ მორის რობინსონს მკვლელობაში ბრალი წაუყენა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system