თავში

საუდის არაბეთმა თურქეთში საკონსულოს შენობა გაყიდა

​საუდის არაბეთმა თურქეთში საკონსულოს შენობა გაყიდა
საუდის არაბეთმა თურქეთში საკონსულოს შენობა გაყიდა

საუდის არაბეთმა სტამბულში საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობის ის შენობა გაყიდა, სადაც ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობა მოხდა.

საკონსულო სტამბულის პრესტიჟულ რაიონში, ლევენთში მდებარეობს. ის დაახლებით ერთი თვის წინ, მისი საბაზრო ღირებულების მესამედ ფასად გაიყიდა. საუდის არაბეთს ამისთვის თურქეთის საგარეო უწყების ნებართვა სჭირდებოდა, თუმცა, არაბული საინფორმაციო საშუალებები წერენ, თურქულმა მხარემ ამის შესახებ არაფერი იცის.

საკონსულო, ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოსთან ახლოს, სარიერის რაიონში მდებარე ახალ შენობაში გადავიდა.

ჯამალ ჰაშოგი სტამბულში, საუდის არაბეთის გენერალური საკონსულოს ტერიტორიაზე, 2018 წლის 2 ოქტომბერს მოკლეს. გაერთიანებული არაბული სახელმწიფოს გენერალურმა პროკურატურამ 5 ეჭვმიტანილის დასჯა მოითხოვა. გაეროში მიიჩნევენ, რომ ერ-რიადმა დანაშაული სათანადოდ არ გამოიძია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system