თავში

საუდის არაბეთის პრინცის სკანდალური აღიარება

​საუდის არაბეთის პრინცის სკანდალური აღიარება
საუდის არაბეთის პრინცის სკანდალური აღიარება

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის, არაბული მონარქიის ფაქტობრივი მმართველი მოჰამედ ბინ სალმანი აცხადებს, რომ ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება. ამის შესახებ მან ამერიკული ტელეარხის, PBS-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში ისაუბრა, რომლის პრემიერა მომავალ კვირასაა დაგეგმილი.

ფილმის რეჟისორის, მარტინ სმიტის თქმით, საუდის არაბეთის პრინცმა აღიარა, რომ 2018 წლის 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ჯამალ ჰაშოგის ფიზიკურ ლიკვიდაციას ის აკონტროლებდა.

„ეს ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ მოხდა. მთელი პასუხისმგებლობა მე მეკისრება, რადგან ეს ჩემი კონტროლის ქვეშ მოხდა“, - განაცხადა მოჰამედ ბინ სალმანმა.

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე ამავდროულად აცხადებს, რომ კონკრეტულად მკვლელობის შესახებ მან წინასწარ არ იცოდა. ფილმის ავტორის კითხვაზე, რატომ არ იყო ის საქმის კურსში, სალმანმა უპასუხა “ჩვენ 20 მილიონი ადამიანი და 3 მილიონი სახელმწიფო მოხელე გვყავს“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system