თავში

საუდის არაბეთი აპირებს ემისიების ნიშნული ნულამდე შეამციროს

საუდის არაბეთი აპირებს ემისიების ნიშნული ნულამდე შეამციროს
საუდის არაბეთი აპირებს ემისიების ნიშნული ნულამდე შეამციროს

მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობ ექსპორტიორი, საუდის არაბეთი პირობას დებს, რომ 2060 წლისათვის კარბონის ემისიის ნიშნულს ნულამდე დაიყვანს. 

პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ამ დიადი მიზნის მისაღწევად 180 მილიარდ დოლარზე მეტს დახარჯავს. 

თუმცა მისივე თქმით, სამეფო ნავთობის მოპოვებას მომდევნო რამდენიმე დეკადის განმავლობაში კვლავ განაგრძობს. 

ეს განცხადება მსოფლიოს კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი სამიტის COP26-ის დაწყების წინ მნიშვნელოვანი გზავნილია. 

საუდის არაბეთი ქვეყნების ასეულს შეუერთდა, რომელთა მიზანიც ასევე სათბური გაზების ნულოვან ნიშნულამდე დაყვანაა, რაც კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system