თავში

საუდის არაბეთის აეროპორტს თავს უპილოტო აპარატებით დაესხნენ

საუდის არაბეთის აეროპორტს თავს უპილოტო აპარატებით დაესხნენ
საუდის არაბეთის აეროპორტს თავს უპილოტო აპარატებით დაესხნენ

Al Jazeera-ს ცნობით, საუდის არაბეთში, ქალაქ ჯაზანში ეფე აბდულას სახელობის აეროპორტის ტერიტორიაზე, უპილოტო საფრენი აპარატიდან თავდასხმა განხორციელდა. ჩამოგდებული ჭურვის აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა აეროპორტის ფასადის მინები, დაშავებულია სულ მცირე 10 ადამიანი. 

ამავე ტერიტორიაზე, კიდევ ერთი, ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი უპილოტო აპარატი ჩამოვარდა. მეორე თავდასხმის შედეგად დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. 

მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system