თავში

საუდის არაბეთის მეფის პირადი მცველი მეგობარმა კამათისას მოკლა

საუდის არაბეთის მეფის პირადი მცველი მეგობარმა კამათისას მოკლა
საუდის არაბეთის მეფის პირადი მცველი მეგობარმა კამათისას მოკლა

საუდის არაბეთის მეფის, სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდის პირადი მცველი მოკლეს. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა წითელი ზღვის სანაპირო ქალაქ ჯიდაში მოხდა. იგი მეგობარმა კამათის ნიადაგზე მოკლა.

სამეფო გვარდიის გენერალ-მაიორი აბდულ-აზიზ ალ-ფაგმი საკმაოდ ცნობილი პირი იყო. მას მეფის გვერდით ფოტოებზე ხშირად ხედავდნენ. იგი მეფეს მიღებებსა და უცხოეთში ვიზიტების დროს ყველგან თან ახლდა.

გენერალი ალ-ფაგმი მეგობართან სტუმრად იმყოფებოდა, როდესაც მას მეორე მეგობართან, მამდუ ბენ მეშაალ ალისთან კამათი მოუვიდა.

პოლიციის განცხადებით, კამათის შემდეგ მეშაალ ალიმ ტერიტორია დატოვა, უკან იარაღით დაბრუნდა და გენერალი ალ-ფაგმი მოკლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციის გამოჩენისას ბინ ალიმ სროლა ატეხა და სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია. ალ-ფაგმი სროლის შედეგად გარდაიცვალა. დაჭრილია სახლის პატრონი და კიდევ ერთი პირი. რა ნიადაგზე მოხდა კამათი, უცნობია.

გენერალი წმინდა ქალაქ მექაში უკვე დაკრძალეს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

გენერალ ფაგმის სიკვდილმა სამეფოში შოკი გამოიწვია. სოციალურ მედიაში მას „მეფეთა მცველად“ მოიხსენიებდნენ. ფაგმი საუდის არაბეთის სამეფო ოჯახს, ჯერ მეფე აბდალას, შემდეგ კი მეფე სამლმანს, 15 წლის განმავლობაში ემსახურებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system