თავში

საუდის არაბეთის პრინცმა ჰაშოგის მკვლელობას პირადად დაუჭირა მხარი - დაზვერვა

საუდის არაბეთის პრინცმა ჰაშოგის მკვლელობას პირადად დაუჭირა
საუდის არაბეთის პრინცმა ჰაშოგის მკვლელობას პირადად დაუჭირა მხარი - დაზვერვა

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა მხარი დაუჭირა და, სავარაუდოდ, 2018 წელს ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშოგის მკვლელობის ბრძანება პირადად გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters აშშ-ის დაზვერვის მოხსენებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

”ჩვენ ვთვლით, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა მოიწონა ოპერაცია სტამბოლში, თურქეთში, რომელიც ჟურნალისტის ჯამალ ჰაშოგის ხელში ჩაგდებას ან მოკვლას ითვალისწინებდა”, - ნათქვამია მოხსენების ტექსტში.

დაზვერვის ცნობების თანახმად, პრინცი თვლიდა, რომ ჰაშოგი სამეფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს მხარს უჭერდა ზომებს, რომლებიც მას გააჩუმებდა. ამასთან, დაზვერვა არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ჰაშოგის გატაცების ოპერაცია მისი სიკვდილით დასრულდებოდა.

59 წლის ჯამალ ჰაშოგი, კრიტიკოსი და მიმომხილველი საუდის არაბეთიდან, რომელიც The Washington Post-თვის წერდა, 2018 წელს მოკლეს. 2 ოქტომბერს ის სტამბოლში საუდის არაბეთის საელჩოში შევიდა, რომ თურქეთის მოქალაქე ხატიჯე ჩენგიზზე ქორწინებისთვის საჭირო საბუთები მიეღო. მას შემდეგ იგი ცოცხალი აღარავის უნახავს.

ოფიციალურმა ერ-რიადმა დაგმო ჯამალ ჰაშოგის მკვლელობა. ცენტრალური დაზვერვის სამმართველო და გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი აგნეს კალამარი ამ საერთაშორისო დანაშაულს საუდის არაბეთის უფლისწულს მოჰამედ ბინ-სალმანის უკავშირებენ. მკვლელობას კატეგორიულად უარყოფს საუდის არაბეთის სამეფო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system