თავში

საუდის არაბეთს ბირთვული ენერგიის საწარმოებლად საკმარისი ურანი აქვს?

​საუდის არაბეთს ბირთვული ენერგიის საწარმოებლად საკმარისი ურანი აქვს?
საუდის არაბეთს ბირთვული ენერგიის საწარმოებლად საკმარისი ურანი აქვს?

საუდის არაბეთს ურანის საკმარისი საბადოები აქვს იმისათვის , რომ ბირთვული ენერგია აწარმოოს. ამ ინფორმაციას კონფიდენციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით ბრიტანული The Guardian აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ საუდის არაბეთმა კვლევა ჩინელ სპეციალისტებს დაუკვეთა. პეკინის ურანის გეოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის, ჩინეთის ეროვნული ატომური კორპორაციისა და საუდის არაბეთის გეოლოგიური საზოგადოების სპეციალისტების დასკვნით, ქვეყანაში ისეთი მარაგებია, რომელიც 90 ტონა ურანის წარმოების საშუალებას იძლევა.

ინფორმაციის კომენტირებისას The Guardian-ის მიერ გამოკითხულმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ თუ საუდის არაბეთში მართლაც აღმოჩნდება ასეთი რაოდენობის უნარის საბადოები, მას არა მხოლოდ ბირთვული ენერგიის წარმოება, არამედ საკუთარი ბირთვული იარაღის წარმოებაც შეეძლება. როდესაც ქვეყანა ურანის ექსპორტს ეწევა, მას გარკვეული რეგულაციები და ვალდებულებები ახლავს თან და ურანს იარაღის საწარმოებლად ვერ გამოიყენებს, მაგრამ როდესაც ურანის მოპოვება საკუთარ ტერიტორიაზე ხდება, მაშინ ის აკრძალვებითა და ვალდებულებებით არ არის შეზღუდული -  აცხადებენ ექსპერტები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system