თავში

საუდის არაბეთსა და სინგაპურში კორონავრუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

​საუდის არაბეთსა და სინგაპურში კორონავრუსის პირველი შემთხვევა დაფიქსი
საუდის არაბეთსა და სინგაპურში კორონავრუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საუდის არაბეთში კორონავრუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „Indiatimes“ ავრცელებს.

ვირუსი წარმოშობით ინდოელ ძიძას დაუდგინეს. ინფორმაციას ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

გამოცემის ინფორმაციით, პაციენტი ამჟამად მკურნალობას საავადმყოფოს სპეციალურ განყოფილებაში გადის და მისი მდგომარეობა ახლა სტაბილურია.

ახალი ტიპის კორონავირუსის პირველ შემთხვევას სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროც ადასტურებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

კორონავირუს 2019-nCoV-ის შემთხვევები დაფიქსირებულია ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, ჰონგ-კონგში, ტაივანსა და მაკაოში. 

ჩინეთში ამ დრომდე ახალი კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა და დაინფიცირების 631 შემთხვევა გამოვლინდა. კარანტინია გამოცხადებული ორ ქალაქში - ვუჰანსა და ჰუანგენში, საიდანაც მოსახლეობას გასვლა ეკრძალება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system