თავში

საუდის არაბეთში ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად გათოვდა - PHOTO - VIDEO

საუდის არაბეთში ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად გათოვდა
საუდის არაბეთში ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად გათოვდა - PHOTO - VIDEO

საუდის არაბეთში, ისევე როგორც აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში წელს მკაცრი ზამთარი დადგა. ტემპერატურა ნულს ქვევით დაეცა და პირველად ბოლო 50 წლის განმავლობაში უდაბნოში დიდი თოვლი მოვიდა.

საუდის არაბეთის რამდენიმე რეგიონის მოსახლეობა ამინდის მკვეთრი ცვლილების შესახებ სინოპტიკოსებმა წინასწარ გააფრთხილეს. თოვლი და ქარბუქი მათთვის სრულიად უჩვეულო მოვლენაა. განსაკუთრებით დიდი თოვლი ასირის რეგიონში მოვიდა.

მედიასა და სოციალურ ქსელებში ცხელი უდაბნოს ცივი ზამთრის და დიდთოვლობის ულამაზესი ფოტოები და ვიდეოკადრები გავრცელდა. მოსახლეობასთან ერთად განსაკუთრებით გაოცებულები აქლემები არიან, რომელთაც ვერ გაუგიათ, რა ხდება და ასე რატომ ცივა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system